პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 16 ნოემბერს ქ. ზესტაფონში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა ზესტაფონის N 2 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1998 წელს გაიარა სწავლება აშშ-ს II ოლქის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე.
1999 წელს გაიარა სწავლება აშშ-ს ტ. მარშალის სახელობის ფედერალურ სასამართლო ცენტრში საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების სისტემების შესახებ.
2000 წელს გაიარა სწავლება საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევროკავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით - სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე.
სამუშაო გამოცდილება
1991 წლის აპრილიდან ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად.
1991-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროს ინსპექტორად.
1994-1997 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელი.
1997-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგე.
1999-2003 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორი.
2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, გენერალური დირექტორის მრჩეველი.
2016-2020 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2020-2024 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2024 წლის 7 ოქტომბრიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში.