ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 15 ივლისს ქ. ზუგდიდში

განათლება

1995 წელს დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით

2015-2016 წლებში სწავლობდა ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯში, ბიზნეს სამართლის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება

1994-1995 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს გამომცემლობაში იურისტად

1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ

2006 წელს მუშაობდა სსიპ დეპარტამენტ "სამტრესტში" ეკონომიკურ-ადმინისტრაციული სამმართველოს იურისტად

2006-2007 წლებში იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

2007-2010 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

2010 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში

2010-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

2014-2016 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი

2016 წელს იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე

2016-2019 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე

2016-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე

2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2019 წლის დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი