პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 15 საშუალო სკოლა.
1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1981-1999 წლებში მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში სხდომის მდივნად და კანცელარიის გამგედ.
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კანცელარიის გამგედ.
2000-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2012 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.