პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 21 იანვარს
განათლება
2000 წელს დაამთავრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საშუალო სკოლა
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით
2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით
2015 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით
2018 წელს გაიარა HELP-ის დისტანციური სასწავლო კურსი - განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე
სამუშაო გამოცდილება
2007-2008 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2009-2011 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სასამართლო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2011-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე/სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე