ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის თაობაზე ორ დღიანი სემინარი გაიმართა

25 იანვარი 2017

2017 წლის 21-22 იანვარს, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით,  გუდაურში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრები, აპარატის თანამშრომლები და პროექტის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღნიშნულ ცვლილებებთან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისობაში მოყვანის საკითხები.

შეხვედრა USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.