ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერი გულუაშვილი

მერი გულუაშვილი

მერი გულუაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 31 იანვარს.

განათლება

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად.

2005 -2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2008 წლებში მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში იურისტად.

2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტად.

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.