პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 26 აპრილს ხულოს რაიონის სოფ. ძირკვაძეებში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის სოფ. ძირკვაძეების საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ "იბერიას" იურიდიული ფაკულტეტი.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1998-2006 წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირ "ვექილში" ადვოკატად.
2003 წლიდან იყო აღნიშნული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.
2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.