ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერაბ ღვინიაშვილი

მერაბ ღვინიაშვილი

მერაბ ღვინიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1969 წლის 8 მარტს ქ. გორში.

განათლება

1986 წელს დაამთავრა ქ. გორის N 6 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,აპელაცია სამოქალაქო პროცესში’’ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

1996-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის იურიდიულ განყოფილებაში და თბილისის მერიისა და საკრებულოს იურიდიულ სამსახურში.

1997 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კათედრის მიწვეული მასწავლებელი, 2001 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.

2005-2009 წლებში იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2006-2008 წლებში იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2009-2011 წლებში იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2010-2011 წლებში მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.

2011-2013 წლებში იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2013 წლის დეკემბრიდან იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში.

2014-2015 წლებში მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2016-2019 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.

2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.