ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერაბ ლომიძე

მერაბ ლომიძე

მერაბ ლომიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 11 იანვარს ქ. ხაშურში.

განათლება

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ აბისის საშუალო სკოლა.

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა (სამოქალაქო სამართლის კათედრა).

2006 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სამოქალაქო სამართლის სპეციალობაზე, მუშაობდა თემაზე „სამოქალაქო უფლებათა დაცვა''.

ჟურნალ სამართალში გამოქვეყნებული აქვს სტატია „მტკიცებულებათა შეფასება''.

არის საერთო სასამართლოების მოხელეთა ეთიკის კოდექსისა და მისი კომენტარების ერთ-ერთი ავტორი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2002 წლებში მუშაობდა ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2007 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანაშემწედ.

2007-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2010-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.