ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 28 თებერვალს, ქ. თბილისში

განათლება

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება

1990-1995 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად

1997-200 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; ამავე სამსახურის უფროსი გამომძიებელი

2000-2005 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელად, შემდეგ უფროს გამომძიებელად

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე

2006-2007 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში

2009-2012 წლებში იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარე

2012-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2017-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო  სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

2019 წლიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2020 წლის სექტემბრიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე