პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისში
განათლება
1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N144 საშუალო სკოლა
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2004 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით
2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში
2009-2024 წლებში გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი : (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ; საქმეთა ნაკადის მართვა და საქმისწარმოების დაჩქარება ; აღკვეთის ღონისძიების შესახებ ბრძანების დასაბუთება ; სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბულების შესახებ (ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისისა საქართველოში) სამართლებრივი მართლწერა ; ადამიანის უფლება რეგიონალური სტანდარტი ; განაჩენთა დასაბუთება ; კიბერდანაშაული ; ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი ; საპროცესო დოკუმენტების შედგენა ; სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხები ; კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა ; ადამიანის უფლებათა სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში ; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული ; კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია ; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ; სტრესის მართვა ; )
2017 წელს გაიარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი ორთვიანი კურსი
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2002-2003 წლებში იყო ქ. თბილისის N 144 საშუალო სკოლის პედაგოგი
2003-2005 წლეში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე
2005-2006 წლებში იყო სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2006-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2017-2018 წლებში იყო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის - მოსამართლის თანაშემწის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-2023 წლებში იყო ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე