პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 13 აგვისტოს ქარელში.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ქარელის N 2 საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1999-2004 წლებში იყო ქარელის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის, სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსად.
2007-2017 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2017 წლის მაისიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.