8 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს სხდომათა დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – კახა კობერიძე და დეპარტამენტების უფროსები შეხვდნენ. კახა კობერიძემ შეკრებილთ, მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და ესაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებსა და საქმიანობაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების უფროსებმა მედიას მათი საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე მედიის მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა, რომელიც ეხებოდა სასამართლო რეფორმას, საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონული ფორმებში წარმართვას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მედიის მომავალ თანამშრომლობას.
გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები როგორც ცენტრალურ ასევე რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოების ინფორმირებას სასამართლოში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.