იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის, „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“, მონაწილეთა ნამუშევრების მიღება.
მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებით, 2012 წლის 15 ივნისს, ტარდება შეხვედრა (ღია კარის დღე) თემაზე _ „სასამართლო სისტემის გაშუქება და მისი მნიშვნელობა“ (მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 5).
„მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ კომისიის გადაწყვეტილებით განაცხადების შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.