დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო გასაუბრება მედიატორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პირებთან. გასაუბრებას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-JILEP) წარმომადგენლები.
მედიატორის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში.
გასაუბრების ეტაპი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.