ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მედიატორთა რეესტრში რეგისტრაციის მსურველ კანდიდატთა განცხადებების მიღება იწყება

11 ნოემბერი 2019

 

მედიატორთა რეესტრში რეგისტრაციის მსურველ კანდიდატთა განცხადებების მიღება იწყება

მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის  მსურველთა განცხადებების მიღება 12 ნოემბრიდან დაიწყება და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კანდიდატთა განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით (მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბანერი - ელექტრონული რეგისტრაცია)

განცხადებასთან ერთად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) ავტობიოგრაფია; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; გ) დიპლომის ასლი; დ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) არანაკლებ 40-საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) სასამართლოს მიერ გაცემული „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სასამართლო მედიაციის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.