მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრება ჩატარდა.
კრებას მედიაციის შესახებ კანონის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობდა. გიორგი მიქაუტაძემ მისასალმებელ სიტყვაში მედიაციის და ახალი ასოციაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, რომ მედიაცია გახლავთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა , რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოების გადატვირთულობის ფონზე. ეს არის ერთ-ერთი საშუალება დავის შედეგი მხარეებისთვის მაქსიმალურად მისაღები იყოს. მე მინდა წარმატება ვუსურვო მედიატორებს ამ მნიშვნელოვან პროცესში, ვინაიდან მათი წარმატება ასევე იქნება სასამართლო სისტემის წარმატებაც",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
პირველ კრებაზე მედიატორებმა ასოციაციის თავმჯდომარე აირჩიეს. ირაკლი ყანდაშვილი 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს მედიატორთა ასოციაციას.
მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულია 55 მედიატორი.