ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრება

11 დეკემბერი 2019

14 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ჩატარდება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრება. კრების მონაწილეთა რეგისტრაცია 09:30 საათზე დაიწყება და 10:00 საათზე დასრულდება. კრებაზე დასწრების მიზნით მედიატორთა ერთიან რეესტრში ჩარიცხულმა პირებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი)

კრებაზე შესაძლებელია დასწრება დამკვირვებლის სტატუსით. მსურველმა პირებმა ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 13 დეკემბრის 17:00 საათამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: council@hcoj.gov.ge