2016 წლის 13 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრატი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.
მარნეულის განახლებული მაგისტრატი სასამართლოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლოს, ასევე საკურიერო მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცა შესაბამისის ავტომობილები.