ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარინე ცერცვაძე

მარინე ცერცვაძე

მარინე ცერცვაძე

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1962 წლის 17 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში.

განათლება

1979 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1988-1994 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში ''საქაგრომშენის''იურისკონსულტად.

1994-1995 წლებში მუშაობდა გურჯაანის საგადასახადო ინსპექციაში უფროს საგადასახადო ინსპექტორად.

1995-1999 წლებში იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა გურჯაანის რაიონის ადვოკატურის ადვოკატად.

1999-2001 წლებში იყო ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2001-2009 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2002-2009 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2009-2012 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის ნოემბრიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის ივნისიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.