პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 1 იანვარს დაბა ქარელში.
განათლება
1997 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის შ. რუსთაველის სახელობის N 1 საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2003-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად.
სტაჟირების გავლის შემდეგ მუშაობდა ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ.
2004-2010 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე.
2012 წლის იანვრიდან იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
2013 წლის ივნისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლისივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.