პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 26 ივნისს ქ. ზესტაფონში
განათლება
2008 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა
2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი
2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა
გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის კურსი; ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები); აკადემიური მართლწერა; ბავშვის უფლებათა კოდექსი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენცია; კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"
გავლილი აქვს ტრენინგები - მედიაცია; სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა
სამუშაო გამოცდილება
იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში
2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მომსახურების ცენტრის კონსულტანტი/წამყვანი სპეციალისტი
2014-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე
2018-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - მოსამართლის თანაშემწე
2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით