2016 წლის 7 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა სასამართლოს გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის II სამუშაო ჯგუფის - „ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების “ მეორე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა ჯგუფის მომხსენებელი - თამარ ალანია. შეხვედრას ესწრებოდნენ: სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს პირველადი დოკუმენტი, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან: საერთაშორისო სტანდარტები, არსებული მდგომარეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები დოკუმენტის სრულყოფასთან დაკავშირებით.