2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მეორე სამუშაო ჯგუფის - „ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი თამარ ალანია. ესწრებოდნენ: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის სდომაზე ,,ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების“ მიმართულებით დაფიქსირებული შენიშვნები და რეკომენდაციები განიხილეს. ასევე ჯგუფის წევრები სამოქმედო გეგმის მუშაობის მიდგომაზე შეთანხმდნენ.