2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - „ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახაბერ სოფრომაძე. ესწრებოდნენ: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.