2016 წლის 21 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მეორე სამუშაო ჯგუფის - „ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი თამარ ალანია. ესწრებოდნენ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და მოქმედებები განიხილეს.