2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - ,,ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულება“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახაბერ სოფრომაძე. ესწრებოდნენ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯების და მოქმედებები განიხილეს.