ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

10 ნოემბერი 2016

2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - „ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება“ შეხვედრა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კომიტეტის მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი -კახა სოფრომაძე და საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი - ალექსანდრე წულაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” (GIZ) მიერ მოწვეული ექსპერტი, საქსონიის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე, ულრიხ  ჰაგენლოხი, ასევე, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ეფექტიანი და ხარისხიანი  მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ 13 ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ბატონმა ჰაგენლოხმა  ჯგუფის წევრებს, მართლმსაჯულების ეფექტიანობის თემაზე საკუთარ გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარა და დაიგეგმა ის ძირითადი მიმართულებები, რაც აღნიშნული საკითხების სრულყოფას შეუწყობს ხელს.

დასასრულს კომიტეტის მდივანმა ჯგუფის წევრებს  სამომავლო გეგმები გააცნო.