ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილმა კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

03 ივნისი 2016

2016 წლის 3 ივნისს სასტუმრო  ”ქორთიარდ მარიოტში“ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

ახალი სტრატეგია მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მიღწევებს დაეფუძნება, გათვალისწინებული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ძირითადი ასპექტები და ის გამოწვევები, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების წინაშე დგას.

სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG).