2016 წლის 01 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას 218 მოსამართლე დაესწრო.
კონფერენცია გახსნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ, როგორც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველობის ორგანომ, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოსამართლეების საერთო აზრსა და პოზიციას, სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიმუშავა ერთიანი მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორისადმი.