მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა 2019 დაიწყო.
სკოლის 30-მდე მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სემინარებს დაესწრება, რომლის მიზანი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაა.
ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დაესწრო. გიორგი მიქაუტაძემ მონაწილეებს წარმატება უსურვა.
პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება.