ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანუჩარ ცაცუა

მანუჩარ ცაცუა

მანუჩარ ცაცუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 1 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

2004 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2011 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს ევროსაბჭოსა და პოლიტიკური სწავლების სკოლის პროგრამის ფარგლებში გაიარა სემინარები ქ. სტრასბურგში თემაზე ,,ეთიკა და პოლიტიკა’’.

2011-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003-2004 წლებში გაიარა პრაქტიკა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში.

2006 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კურიერად.

2007-2009 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2011 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2012-2013 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

2014-2017 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

2017-2018 წლებში მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.