ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანუჩარ კაპანაძე

მანუჩარ კაპანაძე

მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 29 იანვარს ქ. ჭიათურაში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის N 9 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1996 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო განყოფილების ექსპედიტორად.

1997-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივნად.

2002-2005 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის დადგენილებით თბილისის რაიონულ და საოლქო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი.

2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2010 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.