ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანუჩარ კაკოჩაშვილი

მანუჩარ კაკოჩაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 20 დეკემბერს ქ. თერჯოლაში

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის N4 საშუალო სკოლა

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

სამუშაო გამოცდილება

1996-2001 წლებში იყო ზესტაფონის შს რაიონული განყოფილების უბნის ინსპექტორი

2002-2025 წლებში იყო ადვოკატი და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

2025 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი