ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანანა ჩოხელი

მანანა ჩოხელი

მანანა ჩოხელი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1959 წლის 11 ივლისს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში.

განათლება

1976 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საშუალო სკოლა.

1984 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1984-1985 წლებში იყო წითელწყაროს რაიონის იურიდიული კონსულტაციის სტაჟიორი ადვოკატი.

1985-1993 წლებში მუშაობდა წითელწყაროს, შემდგომში დედოფლისწყაროს რაიონის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატად.

1993-1999 წლებში იყო დედოფლისწყაროს რაიონის ადმინისტრაციული მოსამართლე.

1999-2004 წლებში იყო ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.