ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანანა ნიკაჭაძე

მანანა ნიკაჭაძე

მანანა ნიკაჭაძე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს ქ. ზესტაფონში.

განათლება

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა.

1982 წელს დაამთავრა ზესტაფონის N 152 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1984-1989 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება

1989 წელს მუშაობდა ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) არქივარიუსად, შემდეგ იურისტად.

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორად.

1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. ზესტაფონის N7 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

1999-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2001 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2010-2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.

2014 წელს მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტად.

2016 წლის ივლისიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.