ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანანა მესხიშვილი

მანანა მესხიშვილი

მანანა მესხიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 28 აპრილს ქ. გურჯაანში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 139 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტის სპეციალობით.

2002 წელს დაამთავრა ''მცირე აკადემიის'' იურიდიული ფაკულტეტი.

2002-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

სამუშაო გამოცდილება

2001-2003 წლებში მონაწილეობდა პროექტში ''პრაქტიკული სამართალი'' და მუშაობდა ქ. თბილისის N57 საშუალო სკოლაში პრაქტიკული სამართლის მასწავლებლად.

2002-2003 წლებში მუშაობდა ლიცეუმ ''მცირე აკადემიაში'' პრაქტიკული სამართლის მასწავლებლად.

2004-2005 წლებში იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის ლექტორი.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2009 წლებში იყო გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2009-2011 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2010-2011 წლებში მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2014-2017 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.

2017-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.