ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამუკა წიკლაური

მამუკა წიკლაური

მამუკა წიკლაური

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 17 თებერვალს ქ. რუსთავში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 3 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული და სს სამძებრო ხაზით გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიების განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2005 წელს იყო საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სს სამძებრო სამმართველოს, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი.

2005 წელს მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.

2007 წლიდან იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში.

2009-2017 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის მაისიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.