პირადი ინფორმაცია
1967 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა ქ. ჭიათურაში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა მაიაკოვსკის N 2 საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება
1991-1992 წლებში მუშაობდა ქ. ჭიათურის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად.
1992-1993 წლებში მუშაობდა თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად.
1993-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სარაიონთაშორისო ტრანსპორტის პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
1995-1997 წლებში იყო საქართველოს ტრასპორტის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და პროკურორის უფროსი თანაშემწე.
1997-1998 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორი.
1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
1999-2005 წლებში იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2005-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2009-2012 წლებში იყო დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტი.
2012-2019 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად, გაფორმების დეპარტამენტის უფროსად და დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2019 წლის ივნისიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.