პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 24 ივნისს ქ.ბათუმში
განათლება
2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლისმცოდნის სპეციალობით, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2018 წლის აპრილიდან არის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი
2006 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით
სამუშაო გამოცდილება
2005 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლად
2005-2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი; სამმართველოს უფროსი გამომძიებელი
2007-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის; ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის; საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე
2012 წელს იყო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე
2012-2013 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი; სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა
2014-2015 წლებში მუშობდა საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე
2015-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე
2018-2019 წლებში ეკავა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2019 წლის დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი