ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამია ფხაკაძე

მამია ფხაკაძე

მამია ფხაკაძე

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა თბილისის N42 ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.

1993-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1996-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი (დაუსწრებელი სწავლება). მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

2000-2002 წლებში მუშაობდა სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2003 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე.

2004 წელს მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე.

2005-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.

2007 წელს იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2007 წლის სექტემბრიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2007-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კერძოდ:

2007-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2012 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის ივნისიდან დანიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი 5 წლიანი ვადით.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის ივლისიდან დანიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი 5 წლიანი ვადით.

დამატებითი ინფორმაცია

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა.

2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წლის 28 მაისს დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2008-2012 წლებში ასევე იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.

2021 წლის აპრილიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

არის იუსტიციის მრჩეველი.

გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.