ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალხაზ ენუქიძე

მალხაზ ენუქიძე

მალხაზ ენუქიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

1976 წელს დაამთავრა გორის რაიონულის სოფელ ბერბუკის საშუალო სკოლა.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

განათლება

1986-1988 წლებში მუშაობდა გორის რაიონულ აგროსამრეწველო გაერთიანებაში იურისტად.

1988-1991 წლებში მუშაობდა გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომში იურისკონსულტად.

1991 წელი აპრილიდან დეკემბრამდე მუშაობდა გორის პრეფექტურის ბინების აღრიცხვა-განაწილების სექტორის გამგედ.

1991-1993 წლებში მუშაობდა გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

1993-1998 წლებში იყო გორის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მოსამართლე.

1998-2000 წლებში მუშაობდა გორის ადვოკატურის ადვოკატად.

2000-2007 წლებში იყო კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007 წელს სექტემბრიდან ოქტომბრამდე ჩარიცხულ იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2011-2012 წლებში იყო წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2014-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2015-2019 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის სექტემბრიდან იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის მარტიდან არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.