პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 22 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში.
განათლება
1981 წელს დაამთავრა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საშუალო სკოლა.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1990-1993 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ს/გაერთიანება ''აზოტის'' იურისტ-კონსულტანტად.
1994-1999 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში, ადვოკატად.
1999-2009 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
1999-2004 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარე.
2005-2008 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში.
2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2009-2012 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დამივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდგომ საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში.
2012-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018-2020 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში.