ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაია ქოქიაშვილი

მაია ქოქიაშვილი

მაია ქოქიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 19 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 193 საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად.

2009-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2013 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2014 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში კონსულტანტად.

2014-2015 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2015 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის მარტიდნ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.