განათლება
1980 წელს დაამთავრა თბილისის N 115 საშუალო სკოლა.
1981 წელს სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება
1987 წელს იყო თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს სტაჟიორ-მოსამართლე.
1988-1990 წლებში იყო N 28 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა სამართლებრივი მომსახურების განყოფილების სამმართველოს განყოფილების უფროსი.
1992 წელს იყო იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური კურსების დირექტორი.
1993-1996 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტში ჯერ იურიდიული განყოფილების უფროსი, შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი.
1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცერლარიაში საქართველოს პრეზიდენტიუს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახურის რეფერენტად;
1999 წელს იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე.
2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე.
2006 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.
2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2015 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.