ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაია კვირიკაშვილი

მაია კვირიკაშვილი

მაია კვირიკაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2009 წელს იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური სასწავლო სესიის - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შედარებით სამართალში“ მონაწილე.

2010 წელს გაიარა სპეციალურ კურსი ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში, თემაზე „ევროკავშირის სამართალი“.

2010 წელს სწავლობდა ბერლინში, ჰერტის მმართველობის სკოლაში.

2011 წელს სწავლობდა ვენეციის ადამიანის უფლებათა სკოლაში სპეციალური კურსზე „რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების უფლებები“.

2012–2013 წლებში სწავლობდა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე „კანონის უზენაესობა განვითარებისთვის“ და მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ - გამომძიებელი.

2008-2009 წლებში იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2009-2011 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორი.

2011-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

2015 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2018-2024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2024 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.