ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაია თეთრაული

მაია თეთრაული

მაია თეთრაული

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 13 ივნისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2001 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2001-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სხდომის მდივნად.

2003-2004 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში უფროს კონსულტანტად.

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორად.

2006-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2012 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.