ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაია ვაჩაძე

მაია ვაჩაძე

მაია ვაჩაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

1962 წლის 29 აპრილს დაიბადა ქ. ამბროლაურში

განათლება

1979 წელს დაამთავრა ამბროლაურის პირველი საშუალო სკოლა

1984 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

1984-1985 წლებში იყო თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო სასამართლოს სტაჟიორი

1998 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

2001 წელს პრაქტიკის გაცნობის მიზნით გაიარა გერმანიისა და ჰოლანდიის ადმინისტრაციული სისტემის ურთიერთგაცვლის პროგრამა - გერმანიის ტექნიკური საზოგადოება

2003 წელს პრაქტიკის გაცნობის მიზნით გაიარა გერმანიის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების ურთიერთგაცვლის პროგრამა გერმანიის ტექნიკური საზოგადოება

2008-2010 წლებში გაიარა ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, გერმანიის ტექნიკური საზოგადოება

სამუშაო გამოცდილება

1985-1987 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონთა წიგნის მომზადებისა და გამოცემის  რედაქციის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი

1987-1989 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს კონსულტანტი

1989-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალქეთა სამართლებრივი აღზრდისა და საყოველთაო სამართლებრივი სწავლების განყოფილების კონსულტანტი, ამავე განყოფილების უფროსი კონსულტანტი, სამართლებრივი ინფორმაციისა და სამართლებრივი სწავლების განყოფილების უფროსი

1993-1995 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების უფროსი, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობისა და სამართლებრივი ინფორმაციის სამმართველოს უფროსი

1995-1998 წლებში იყო თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლე

1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე

1999 წლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

2001 წლის ივლისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი

2009 წლის ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, 10 წლის ვადით

2013-2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე