პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქ. მცხეთაში.
განათლება
1997 წელს დაამთავრა მცხეთის N 1 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
2003 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.
2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნად, შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2010-2012 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2010-2012 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
2012-2018 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.