პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 30 სექტემბერს დაბა თიანეთში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 75 საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2006 წლებში მუშაობდა შსს აკადემიაში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრაზე მასწავლებლად.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2007-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში თანაშემწედ.
2012 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.